მაია ბითაძემ „კლიმატის ცვლილების” კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ – მაია ბითაძემ საქართველოს „კლიმატის ცვლილების” კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტი ბრიტანეთის მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კანონის შემუშავებაზე, რომელიც ერთიან ჩარჩოში მოაქცევს ამჟამად კლიმატთან დაკავშირებულ ფრაგმენტირებულ კანონმდებლობას.
შეხვედრის მონაწილეებმა კანონპროექტის რეგულირების სფეროსა და შინაარსზე იმსჯელეს.
მაია ბითაძემ კლიმატის ცვლილების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის, კომიტეტის ხედვა წარადგინა. მისი განცხადებით, კლიმატის ცვლილების კანონპროექტზე მუშაობა საზოგადოების ფართო ჩართულობით მიმდინარეობს, თუმცა მის შემუშავებაში წამყვან როლს საქართველოს პარლამენტი შეასრულებს და ეროვნულ დონეზე უხელმძღვანელებს აღნიშნულ პროცესს.