ბაკურიანში საზაფხულო სკოლამ მუშაობა დაასრულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „საზაფხულო სკოლების პროგრამის“ ფარგლებში წელს პირველად, პროექტი „მომავალ ლიდერთა საზაფხულო სკოლა საქართველოში“ განახორციელა.~
როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტში სამინისტროს მიერ ორგანიზებული სასკოლო კონკურსებისა და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების საუკეთესო შედეგების მქონე მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 80 მოსწავლე მონაწილეობდა. მათივე ცნობით, „მომავალ ლიდერთა საზაფხულო სკოლა საქართველოში“ ორიენტირებული იყო პიროვნული უნარებისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაზე და მოიცავდა ბევრ საინტერესო თემატურ და არააკადემიურ პროგრამას.
საზაფხულო სკოლის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ლიდერული უნარების განვითარებაში (ეფექტური კომუნიკაცია, პრეზენტაციის წარმოება, გუნდური მუშაობა, პროექტების შემუშავება, პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება და სხვა). საზაფხულო სკოლის ბოლო გამოსაშვებ ღონისძიებებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ოთხმოცივე მოსწავლეს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა.