„ნაციონალური მოძრაობის“ ოცნების ხაზი ქვეყნის დესტაბილიზაციაზე გადის“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა პორტალ „კვირა“-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. სესიაშვილის შეფასებით, გიგი უგულავას სახელით გამოქვეყნებული წერილი ცხადყოფს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნების ხაზი ქვეყნის დესტაბილიზაციაზე გადის. „„ნაციონალური მოძრაობის“ ოცნების ხაზი ქვეყნის დესტაბილიზაციაზე გადის. მათი ოცნების ხაზი გადის თვითგადარჩენაზე,მიხეილ სააკაშვილის როგორც მათი კუმირის იმიჯზე. მას არაფერი საერთო აქვს სახელმწიფო ინტერესებთან. „ნაციონალური მოძრაობის“ ზრახვები და უგულავა-სააკაშვილის ოცნებები წერილის სახით უკვე გამოქვეყნდა და ყველამ ვიხილეთ. როგორი ავანტიურისტი ხელისუფლებაც გვყავდა, არანაკლებ და მემგონი უარესი ავანტიურისტი ოპოზიცია გვყავს, რომლისთვისაც ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ყველაზე მაღლა დგას.“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გაზეთმა “ქრონიკამ“ გიგი უგულავას მიერ თანაგუნდელებისთვის ციხიდან მიწერილ წერილი გამოაქვეყნა. წერილში გიგი უგულავა თანაგუნდელებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის სამოქმედო სტრატეგიას აცნობს, რომელიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები