„გულწრფელად გეუბნებით, არანაირი დაპირისპირება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არ არსებობს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილი გაეროს სამიტის გარშემო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც სესიაშვილმა, დღეს პორტალ „კვირა“-ს პრესკლუბში სტუმრობისას განმარტა, გაეროს სამიტთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგან მისი თქმით, გაეროს ღონისძებების შინაარსიდან გამომდინარე ნათელია რომ გაეროში პრემირი უნდა წავიდეს. „მხარს ვუჭერ გადაწყვეტილებას, რომ გაეროს სამიტზე წავიდეს პრემიერი. ყველა ის საკითხი, რომელიც გაეროს ღონისძებებზე იქნება განხილული, პირდაპირ კავშირშია მთავრობის საქმიანობასთან. შესაბამისად პასუხისმგებელია პრემიერი. ამიტომ, შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია რომ პრემირი უნდა წავიდეს გაეროში“ – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში. მისივე განცხადებით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას უკვე დიდი ხანია ღია და გამჭვირვალე პოლიტიკის წარმოება შესათავაზა. წლების განმავლობაში კი შეჩვეული ვიყავით ზომბირებული პოლიტიკური პროცესის წარმოებას. სესიაშვილის თქმით პრეზიდენტსა და პრემიერს შოირს არანაირი დაპირისპირება არ არსებობს: „გულწრფელად გეუბნებით, არანაირი დაპირისპირება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არ არსებობს. უბრალოდ არის გარკვეული საკითხები რაზეც განსხვავებული აზრები არსებობს კოალიციის შიგნითაც. მაშინაც კი როდესაც ჩვენ კანონპროექტს ვიხილავთ, ძალიან ხშირად არის მკვეთრად განსხვავებული აზრი, მაგრამ ამ კანონპროექტებზე ვმსჯელობთ. ჯანსაღი დებატების პირობებში მივდივართ იმ გადაწყვეტილებებამდე რომელიც ქვეყნის ინტერესებში შედის“- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები