FT: თურქეთი რუსეთს სულ უფრო მეტ საქონელს აწვდის, რომელთა გამოყენებაც სამხედრო მიზნებისთვის არის შესაძლებელი

თურქეთიდან რუსეთში ისეთი საქონლის ექსპორტი, რომელიც რუსული ომის მანქანისთვის აუცილებელია, მიმდინარე წელს მკვეთრად გაიზარდა.

ამის შესახებ სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთიდან რუსეთში ექსპორტის ზრდამ ხელი შეუშალა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მცდელობას – შეეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა სამხედრო გაძლიერების თვალსაზრისით და გაზარდა დაძაბულობა თურქეთსა და ნატოს სხვა წევრ ქვეყნებს შორის.

გამოცემის ინფორმაციით, იმის ნიშნად, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის შეჩერება ვაშინგტონის პრიორიტეტი გახდა, აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში, ბრაიან ნელსონი მიმდინარე კვირას სტამბოლსა და ანკარას ეწვევა, სადაც სავაჭრო და ფინანსურ საქმიანობას განიხილავს, რომელსაც სარგებელი მოაქვს რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში.

სტატიაში განმარტებულია, რომ 2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში თურქეთმა 45 კატეგორიის საქონლის ექსპორტი განახორციელა რუსეთსა და 5 ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომლის საერთო ღირებულებაც 158 მილიონი დოლარია. სტატიის ავტორთა თქმით, ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს სამჯერ აჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები