მიხეილ სააკაშვილი: მოვუწოდებ “გამარჯვების კოალიციას”, ასევე – სხვა ოპოზიციურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს, ვაიძულოთ მთავრობა, დაასუბსიდიროს სტუდენტების მიერ ბინის ქირაობა

პატიმარი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ახალი ინიციატივის შესახებ საუბრობს.

“რუსი მიგრანტების მასობრივი შემოსვლის გამო, ბინებზე ქირის ფასები ქართველებისთვის მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის.

მე მოვუწოდებ “გამარჯვების კოალიციას”, ასევე – სხვა ოპოზიციურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს, გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ვაიძულოთ მთავრობა, დაასუბსიდიროს სტუდენტების მიერ ბინის ქირაობა და ეს ფული მოიტანოს იმ თანხებისგან, რომლებიც ძირითადად ჩრდილოვანი და ნახევრად ლეგალური გზით შემოვიდა რუსეთიდან.

გამოვდივარ ინიციატივით, შედგეს პეტიცია, რომელსაც, პირველ ყოვლისა, ხელს მოაწერენ სტუდენტები, ასევე – მათი ოჯახის წევრები და აქტივისტები”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები