ოკუპირებულ აფხაზეთში ქარიშხლის შედეგებს ებრძვიან.
ადგილობრივ ტელეგრამის არხებზე ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ, ზღვაში ძლიერი შტორმის შედეგად, სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.
ასევე, ადგილობრივი მედია წერს, რომ ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და მოსახლეობის დიდ ნაწილს დენი არ მიეწოდება.