გამსახურდია – სააკაშვილზე: ეს ბატონი რატომ არის „ვივამედში“, როდესაც თინეიჯერ ზერეკიძეს არც კარცერს აკლებდნენ და არც კიდევ სხვა, მაშინდელ ციხეში გამეფებულ სისასტიკეს
დღეს ფრენდ ლისტში დავიმატე გიორგი ზერეკიძე, ეს ის ადამიანია, რომელზეც პირდაპირ გავრცელდა მიშას “ნულოვანი ტოლერანტობა”. შეთითხნილი ბრალდებით, ასევე, ამ შეთითხნილ ბრალდებაზე არაადეკვატური, ყველა სახის სამართლებრივი სივრციდან მოწყვეტილი სასჯელი. მხოლოდ ადეიშვილის, მიშას ჰერცოგი ალბას, ავადმყოფური ფსიქიკის პროდუქტი და არანაირი სამართლებრივი ზომა. ახლა რაზე ვწერ ამ ყველაფერს, ეს ბატონი რატომ არის “ვივამედში”, როდესაც თინეიჯერ ზერეკიძეს არც კარცერს აკლებდნენ და არც კიდევ სხვა მაშინდელ ციხეში გამეფებულ სისასტიკეს.რა დამსახურება აქვს ამ არლეკინოს ეგეთი, რომ ქვეშაგებში მოიხადოს, ჩემი აზრით, არაადეკვატური მისთვის(სიმსუბუქის მხრივ ვიძახი), სასჯელი?, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია.
“P.S. ცოტნეზე აღარაფერს ვამბობ, ეგ ცალკე ისტორიაა, არანაკლები ვიდრე გიორგის. მაგაზე სხვა დროს, უფრო ვრცლად”, – აღნიშნავს გამსახურდია.