კულტურის მინისტრმა ოზურგეთის, ბაღდათისა და ვანის სალოტბარო სკოლები მოინახულა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სალოტბარო სკოლების მონახულებას აგრძელებს. თეა წულუკიანი სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის, ბაღდათისა და ვანის სალოტბარო სკოლებს ეწვია.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სალოტბარო სკოლებში მინისტრთან ერთად ვიზიტით ასევე იმყოფებოდნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია.
“თეა წულუკიანი გიორგი დონაძესა და გიორგი გაბუნიასთან ერთად შეხვდა ოზურგეთის, ბაღდათისა და ვანის სალოტბარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და წარმომადგენლებს.
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მოსწავლეთა შემოქმედებას გაეცნო. ასევე, მინისტრმა ვიზიტისას სკოლების საჭიროებების შესახებ მოისმინა და სალოტბარო სკოლების სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ ესაუბრა დამსწრე საზოგადოებას. თეა წულუკიანმა შეხვედრისას სკოლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ქართული მრავალხმიანობის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის გაწეული შრომისათვის და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.
ინფორმაციისთვის:
ოზურგეთის სალოტბარო სკოლა 2015 წელს გაიხსნა, მასში ამჟამად 80 მოსწავლე ირიცხება. ოზურგეთის სალოტბარო სკოლის პედაგოგები არიან: მთავარი ლოტბარი – ლაშა ჩხარტიშვილი, ლოტბარი – ნათია გორდელაძე, ლოტბარი – მამუკა სირაძე, რეგენტი -ვასილ ცეცხლაძე, სოლფეჯიო – მარინა ძველაია, საკრავები – მამია რუსიძე.
ბაღდათის სალოტბარო სკოლა 2016 წელს გაიხსნა, ამჟამად იქ 16 მოსწავლე ირიცხება. სკოლის პედაგოგები არიან: ლოტბარი – ლევან გერსამია და რეგენტი – ზურა გოგოლაძე.
ვანის სალოტბარო სკოლა 2022 წელს გაიხსნა, სკოლაში ამჟამად 30 მოსწავლე ირიცხება. ვანის სალოტბარო სკოლის პედაგოგები არიან: ლოტბარი – პავლე რამიშვილი და რეგენტი – შოთა რამიშვილი.
სალოტბარო სკოლების შექმნას ქართველმა მოღვაწემ, ანზორ ერქომაიშვილმა, ჩაუყარა საფუძველი. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობით საქართველოში დღეს 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც უსასყიდლოდ არის შესაძლებელი ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და საკრავებზე დაკვრის შესწავლა.
კულტურის სამინისტროსთვის ქართული ფოლკლორის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2023 წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს ყველა სალოტბარო სკოლის მონახულება. საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი უკვე ესტუმრა მესტიის, ლენტეხის, ამბროლაურის, ონის, ზესტაფონის, ხონის, ბორჯომის, ახალციხის, დუშეთის, სამტრედიის, კასპის, ქარელის, გორის, ყვარლისა და თელავის სალოტბარო სკოლებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები