“ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას სამდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის საშუალებას მისცემს” – ბილ გეიტსი
Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა თქვა, რომ საზოგადოების სხვადასხვა სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების განვითარებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ის, რომ კაცობრიობას სამდღიანი სამუშაო კვირა ექნება.
ამის შესახებ მან პოდკასტში – What Now? with Trevor Noah-ზეხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა.
„თუ აღმოჩნდებით საზოგადოებაში, სადაც მუშაობა კვირაში მხოლოდ სამი დღე მოგიწევთ, ეს ალბათ კარგია“, – თქვა ბილ გეიტსმა.