Reuters: ისრაელი დღეს 24 პალესტინელ ქალს და 15 მოზარდს გაუშვებს

“ჰამასთან” მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ისრაელი დღეს ციხეებიდან 24 პალესტინელ ქალს და 15 მოზარდს გაათავისუფლებს.

ამის შესახებ ​Reuters-ს პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

ქადურა ფარესის თქმით, დასავლეთ სანაპიროზე ან იერუსალიმში მცხოვრები ყველა პატიმარი “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს”, ისრაელის “ოფერ”-ის სამხედრო ციხეში გადაეცემა.

“მას შემდეგ, რაც “წითელი ჯვარი” მიიღებს პალესტინელ პატიმრებს, ისინი, ვინც იერუსალიმიდან არიან, იერუსალიმში წავლენ, ისინი ვინც დასავლეთ სანაპიროდანაა, ბეტუნიას მუნიციპალურ საბჭოში შეიკრიბებიან, სადაც მათ ოჯახები დაელოდებიან“, – განუმარტა ფარესმა Reuters-ს.

აღსანიშნავია, რომ, “წითელი ჯვრისთვის” პატიმრების გადაცემის დროის პარალელურად, ეგვიპტისთვის 13 ისრაელელი  მძევლის გადაცემა მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები