“ჰამასთან” მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ღაზას სექტორში 4-დღიანი პაუზა გამოცხადდა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს.
შეთანხმება ძალაში ადგილობრივი დროით 07:00 საათზე შევიდა და მხარეებს მისი დარღვევის შესახებ ერთმანეთი ჯერ არ დაუდანაშაულებიათ.
ცნობილია, რომ ცეცხლის შეწყვეტა მძევლების გათავისუფლებამდე 6 საათით ადრე უნდა დაწყებულიყო.