ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს თავს დაესხა და ხუთი ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა სასწავლო დაწესებულებასთან ახლოს მოხდა.
დაშავებულებს შორის სამი მცირეწლოვანია, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, ლეო ვარადკარის განცხადებით, პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.
თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.