ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ხანმოკლე ზავის შემდეგ, ინტენსიური ბრძოლები განახლდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, როგორც კი ტერორისტულ ჯგუფთან ხანმოკლე დროებითი ზავი დასრულდება, სამხედროები ინტენსიურ ბრძოლებს სულ მცირე კიდევ ორი თვით განაახლებენ.

„რასაც უახლოეს დღეებში ნახავთ, პირველ რიგში მძევლების გათავისუფლებაა. ეს შესვენება ხანმოკლე იქნება.

რაც თქვენგან მოითხოვება ამ შესვენებაში არის ორგანიზება, მომზადება, გამოძიება, იარაღის მიწოდება და მზადყოფნა გასაგრძელებლად“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჯარისკაცებთან საუბრისას.

ცნობისთვის, ისრაელმა და „ჰამასმა“, კატარის შუამავლობით, 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, ოთხშაბათს, 22 ნოემბერს პირველ ფართომასშტაბიან შეთანხმებას მიაღწიეს.

მხარეები ერთმანეთის ათეულობით მძევლისა და დაკავებულის გაცვლის მიზნით, საომარი მოქმედებების ოთხი დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები