კატარის საგარეო უწყება: „ჰამასი“ ხვალ 13 მძევალს გაათავისუფლებს

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაჯიდ ალ-ანსარიმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ დაკავებულ 13 მძევალს პარასკევს, 24 ნოემბერს გაათავისუფლებენ.

მისი თქმით, კატარის მიზანია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ხანგრძლივი ზავით დასრულდეს.

როგორც მან აღნიშნა, მძევლებს შორის ზოგიერთი ხანდაზმული ქალი, ზოგი კი ბავშვია, რომლებსაც ხვალ, დაახლოებით საღამოს 4 საათზე გაათავისუფლებენ და წითელ ჯვარს გადასცემენ.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ომის ზონა“, – დასძინა ალ-ანსარიმ.

ცნობისთვის, ისრაელმა და „ჰამასმა“, კატარის შუამავლობით, 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, ოთხშაბათს, 22 ნოემბერს პირველ ფართომასშტაბიან შეთანხმებას მიაღწიეს.

მხარეები ერთმანეთის ათეულობით მძევლისა და დაკავებულის გაცვლის მიზნით, საომარი მოქმედებების ოთხი დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები