გლაზგოში ტრანსგენდერი მასწავლებელი აიძულეს, საბავშვო ბაღი დაეტოვებინა
საბავშვო ბაღის აღმზრდელი ქალაქ გლაზგოდან იძულებული გახდა, სამსახურიდან წასულიყო იმის გამო, რომ ტრანსგენდერია და მშობლებს ეს ძალიან აღელვებდათ. ის ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლობს და მიმდინარე წელს ამ დაწესებულებაში პრაქტიკისთვის გამოუშვეს.
მშობლები დაუკავშირდნენ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობას და აცნობეს, რომ მათი შვილები სახლში „ცუდ ხასიათზე და შებოჭილები ბრუნდებიან“.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დამსაქმებლები ვართ და ყველას თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ. ჩვენ ვგმობთ დისკრიმინაციის გამოვლენას. ყველა ჩვენი სკოლა და საბავშვო ბაღი ინდივიდუალურია და იქ ბავშვებს ასწავლიან, იყვნენ მრავალფეროვნები“, – განაცხადა ქალაქ გლაზგოს საბჭოს პრესმდივანმა.
თავის მხრივ, კოლეჯის წარმომადგენელი სრულიად დაეთანხმა ამ პოზიციას და დაამატა, რომ ამაყობს აღმზრდელების კონტინგენტით.