ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
„მართლაც შესანიშნავი საუბარი გვქონდა. აღფრთოვანებული ვარ ევროპული გზის გასაგრძელებლად მუდმივი მონდომებითა და გადაუდებლობის გრძნობით!“, – წერს ევროკავშირის მაღალჩინოსანი.
Excellent conversation indeed – impressed with the continued determination and sense of urgency to press on with the European path! https://t.co/6kGS1Q9AfD
— Gert Jan Koopman (@GertJanEU) November 22, 2023