თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ ლონდონში კასპიის ენერგო უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი ბერაიამ და ირაკლი ჩიქოვანმა კასპიის ენერგოუსაფრთხოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 21 ნოემბერს, ლონდონში, კასპიის პილიტიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
პარლამენტის ინფორმაციით, კონფერენციის თემატიკას წარმოადგენდა ისეთი საკითხები როგორებიცაა: სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში; ენერგოუსაფრთხოების გამოწვევები, შესაძლო რეგიონული პასუხები და შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები; მდგრად, ხელმისაწვდომ და უსაფრთხო ენერგიაზე გადასვლის გზები.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სოფიო ქაცარავა და ყურადღება გაამახვილა რეგიონში ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მზარდ როლზე, ენერგოდერეფნის შემდგომი განვითარების მიზნით ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე და საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მზარდ წარმატებულ თანამშრომლობაზე.