ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე სროლას ორი ჟურნალისტი ემსხვერპლა

ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე, სოფელ ტაირ ჰარფასთან სროლის შედეგად, საინფორმაციო სააგენტო Mayadeen-ის ორი ჟურნალისტი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

Mayadeen-ის ცნობით, დაღუპულია​ მათი რეპორტიორი – ფარაჰ ომარი და ფოტოგრაფი რაბიჰ ალ-მამარი.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ხაგარიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მეტულას ტერიტორიის მიმართულებით სამი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა იყო გასროლილი, მაგრამ მომხდარს ისრაელის მოქალაქეებში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მან დასძინა, რომ საპასუხოდ IDF-მა საპასუხო გასროლა განახორციელა.

AFP-ს ცნობით, სოფელ კფარ ქილაში, რომელიც მეტულადან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, 80 წლის ქალი დაიღუპა, ხოლო მისი შვილიშვილი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები