პაატა მანჯგალაძე: თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს იქნება სამართლიანობის აღსრულება

“სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი სჭირს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს იქნება სამართლიანობის აღსრულება.

„პრეზიდენტი როცა გამოდის და ამბობს, რომ მე ვლაპარაკობ სიმართლეს, სიმართლის მსახურების კარგი გამოხატულება იქნება, უკანონო ტყვეობაში მყოფი სააკაშვილი შეიწყალოს. სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი სჭირს, ეს იქნება სამართლიანობის აღსრულება, თუ სალომე ზურაბიშვილი მას შეიწყალებს“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები