ბექა დავითულიანი: პარტია, რომელიც 90 000 ხმას ვერ აგროვებს ქვეყანაში, პარტია არ არის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 5-პროცენტიანმა საარჩევნო ბარიერმა უნდა დაიწიოს.
“პარტია, რომელიც 90 000 ხმას ვერ აგროვებს ქვეყანაში, პარტია არ არის. წავიდეს და შესაბამის სფეროს მიხედოს. მეორე, მთელი ევროპის მასშტაბით, 3-იდან 5%-მდე ბარიერი და არსად ნულოვანი, როგორც ერთადერთი პარტია, რომელიც გამოეხმაურა ამ შეთავაზებას, ასეთი რამ ძალიან იშვიათ ქვეყნებშია. ახლა, ბოლო რამდენიმე თვეში, გადაწყობა ძალიან გვიანია. ყველას თავის გათვლა აქვს გაკეთებული, ყველას თავის ტაქტიკა აქვს შემუშავებული იმ საარჩევნო ბარიერის პირობებში, რომელიც გვაქვს. თუ რამის შეცვლა უნდოდათ, შარშან ჰქონდათ ამის შესაძლებლობა”, – განაცხადა დავითულიანმა.