ნინო წილოსანი – ოპოზიციაზე: მათ განაცხადეს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი
“ჩართულობა შეზღუდული არასდროს ყოფილა. პირიქით – ყოველთვის ვთხოვდით რომ ჩართულიყვნენ [12 პრიორიტეტის შესრულების] პროცესებში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციის ჩართულობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი არ არის.
„მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ამ პროცესში ჩართულობასაც ისინი გამოიყენებენ არევისთვის და პროცესების ნეგატიურად წარმოჩენისთვის, იმიტომ რომ ყველამ ნათლად განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი. ეს მხოლოდ საქართველოს, ქართველ ხალხს და „ქართულ ოცნებას“ შეიძლება აწყობდეს“, – განაცხადა წილოსანმა.