“ბევრი გაცემული პირობა დაავიწყდა პრეზიდენტს, დაავიწყდა თავისი ამომრჩეველი” – ცაგარეიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ბოლო დროს ფრანგულ მედიას ძალიან მიეძალა და ვფიქრობ, რასაც ახლა აკეთებს, აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის საფრანგეთში შეხვედრები გადაფაროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილის მესამე თუ მეოთხე ინტერვიუა ფრანგულ მედიასთან და მას “საოცარი არასამართლიანი აქცენტები აქვს”.

„ბევრი გაცემული პირობა დაავიწყდა პრეზიდენტს, დაავიწყდა თავისი ამომრჩეველი, ზურგი შეაქცია და ახლა ესაუბრება იმ ხალხს, რომელიც მას აძაგებდა.

მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვიოს,მე ნაკლებად მაღელვებს მისი სამომავლო გეგმები. ჩვენ ხელი გავუშვით ზურაბიშვილს, ოპოზიციას გადავაბარეთ და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ“, – განაცხადა  ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები