გია ცაგარეიშვილი: როდესაც ევროკომისიისგან 12 რეკომენდაცია მივიღეთ, მყისიერად შევქმენით სამუშაო ჯგუფები, სადაც არცერთი ოპოზიციური პარტია არ გაწევრიანებულა

სარეკომენდაციო სახის ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება და ამაში მე ვერავითარ ტრაგედიას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, ოპოზიციამ ყოველი რეკომენდაცია ერთგვარ პირობად თუ ულტიმატუმად შერაცხა და არასამართლიანად და არაობიექტურად წაიყვანა პროცესი.

“როდესაც ევროკომისიისგან 12 რეკომენდაცია მივიღეთ, მყისიერად შევქმენით სამუშაო ჯგუფები, სადაც არცერთი ოპოზიციური პარტია არ გაწევრიანებულა, იყო რამდენიმე გამონაკლისი და ამ ადამიანებს მადლობა, რომ თავიანთ თავში გამოძებნეს რესურსი, რომ ხელისუფლებასთან ეთანამშრომლათ. ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა საერთოდ არავითარი მონაწილეობა არ მიიღო სამუშაო ჯგუფების მუშაობაში”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები