“იმის ნაცვლად, რომ განვითარებულიყვნენ, ჩამოყალიბდნენ ერთ კოლექტიურ “ნაცმოძრაობად” და გაერთიანდნენ ერთ რევოლუციურ კომიტეტში” – გია ვოლსკი ოპოზიციაზე
“საკმაოდ ცუდი მაგალითები გვაქვს იმისა, როდესაც ბარიერი, პრაქტიკულად, არ არსებობდა და როგორ გამოიყენეს ეს კონკრეტულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„იმის ნაცვლად, რომ განვითარებულიყვნენ, ჩამოყალიბდნენ ერთ კოლექტიურ ნაცმოძრაობად და გაერთიანდნენ ერთ რევოლუციურ კომიტეტში. სხვა მიმართულება მუშაობაში არც ჰქონიათ თუ არა დესტაბილიზაციის სურვილი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით და პროპორციული საარჩევნო სისტემით გაიმართება.