სალომე ზურაბიშვილი ცდილობს თვითაქტუალიზაციას, ეს არის ის გზა, რომელსაც მისი კოლეგა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც გადიოდნენ – რატი იონათამიშვილი

“სალომე ზურაბიშვილი ცდილობს თვითაქტუალიზაციას და ეს არის ის გზა, რომელსაც მისი კოლეგა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც გადიოდნენ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.  

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებულ განცხადებას ამორალურია.

„ეს არის ამორალური განცხადება და როგორც ჩანს, ორი წინაპირობა აქვს. ერთი, შესაძლოა, ეს იყოს დავალება რადიკალური დღეს წესრიგიდან, რომელსაც როგორც წესი, პირნათლად ასრულებს. მეორე, პიროვნული მისი მხრიდან, რაც ასევე მძიმე შემთხვევაა, ზნეობრივი სტანდარტებიდან გამომდინარე. ფაქტია, სალომე ზურაბიშვილი ასევე ცდილობს თვითაქტუალიზაციას და ეს არის ის გზა, რომელსაც მისი კოლეგა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც გადიოდნენ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები