“ეძებენ გზებს, როგორ გაუმარტივდეთ პარლამენტში მოხვედრა” – რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციას პარლამენტში მოსახვედრად შანსები ძალიან მცირე აქვს.

„ეძებენ გზებს, როგორ გაუმარტივდეთ პარლამენტში მოხვედრა. ე.ი. ამ ადამიანების ერთადერთი მიზანი პარლამენტი ყოფნაა და აქ მთავრდება მათთვის ყველაფერი. აქედანაც ჩანს ჩვენს შორის ღირებულებითი სხვაობა.

რაც შეეხება ზოგადად მათ გზებს, ძალიან ბევრს ნუ ეძებენ, რადგან მათ პარლამენტში მოხვედრის შანსები ძალიან მცირე აქვთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები