აშშ-ის ელჩი: ძალიან ვაფასებ ამ თბილ მიღებას საქართველოში ყველასგან – მთავრობისგან, პრეზიდენტისგან, ხალხისგან

გამიმართლა, რომ წარმოვადგენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საქართველოში, ჩემი პირველი შთაბეჭდილება არის ის, რომ საქართველო არა მხოლოდ ულამაზესია, არამედ ქართველი ხალხი არაჩვეულებრივია, თბილი,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

ელჩმა აღნიშნა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება იმ ღირებულებებმა მოახდინა, რასაც თავადაც იზიარებს.

„რა თქმა უნდა, ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ღირებულებებმა, რასაც ჩვენ ვიზიარებთ. ძალიან ვაფასებ ამ თბილ მიღებას საქართველოში ყველასგან – მთავრობისგან, პრეზიდენტისგან, ხალხისგან, სამოქალაქო ორგანიზაციებისგან. ვისაც შევხვდი, დავინახე ერთგულება იმისა, რომ მათ სურთ, გააღრმაონ ჩვენი ურთიერთობა და ჩვენ ამას გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა დანიგანმა “ქრონიკის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები