დავით მათიკაშვილმა რატი ბრეგაძეს თხოვნით მიმართა – კიდევ ერთხელ ისაუბროს საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მონაწილეობაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს სთხოვა, კიდევ ერთხელ ისაუბროს საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მონაწილეობაზე.
ამ განცხადებით დეპუტატმა მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც ბრეგაძის “მინისტრის საათის” ფორმატში მოსმენა მიმდინარეობს.

„იქნებ, ხაზი გაუსვათ ჩვენი ქვეყნის როლს და მონაწილეობას საერთაშორისო სასამართლოებში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ადვოკატირებით ხორციელდება. მეორე კითხვას რაც შეეხება – საინფორმაციო მაცნე, ეს ინტერნეტრესურსი არის გამოსადეგი და მაინტერესებს, ამ რესურსის გაძლიერების, ახალი ფუნქციონალის დამატების კუთხით ხომ არ აპირებს სამინისტრო მუშაობას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები