დავით მათიკაშვილი- იუსტიციის მინისტრს: პროექტი Free Misha ჩავარდა, ნუ გაგიკვირდებათ, თქვენ დანახვაზე საკუთარი წარუმატებლობა რომ ახსენდებათ

პროექტი Free Misha ჩავარდა, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თქვენ დანახვაზე საკუთარი წარუმატებლობა რომ ახსენდებათ, – ამ განცხადებით “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მათიკაშვილი აცხადებს, რომ ამ პროექტის ფიასკოს წერტილი სტრასბურგის სასამართლომ დაუსვა.

„პროექტი Free Misha ჩავარდა. ამ პროექტის ფიასკოს ბოლო წერტილი სტრასბურგის სასამართლომ დაუსვა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თქვენ დანახვაზე საკუთარი წარუმატებლობა რომ ახსენდებათ და გარკვეულ “მესიჯებს” ასე აჟღერებენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები