“პრეზიდენტმა ივანიშვილზე მეტ-ნაკლებად სწორი გზავნილი მიაწოდა პარტნიორებს” – ხატია დეკანოიძე

„პრეზიდენტმა ივანიშვილზე მეტ-ნაკლებად სწორი გზავნილი მიაწოდა პარტნიორებს – ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ადამიანი, რომელმაც კაპიტალი დააგროვა რუსეთში და შემდეგ ის უპრობლემოდ გამოიტანა რუსეთიდან“, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„მე მოხარული ვარ, რომ ივანიშვილზე მეტ-ნაკლებად სწორი გზავნილი მიაწოდა პრეზიდენტმა პარტნიორებს. თქვენ იცით, რომ უფრთხოდა და ცოტა თავშეკავებული იყო ივანიშვილის შეფასებაში, მაგრამ ვფიქრობ, ეს დახასიათება (ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება) მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, პარტნიორებისთვის, რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რა არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა და ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ადამიანი, რომელმაც კაპიტალი დააგროვა რუსეთში და შემდეგ ის უპრობლემოდ გამოიტანა რუსეთიდან.

ძალიან მნიშვნელოვანია ივანიშვილის ოლიგარქად და მთავარ პრობლემად დახასიათება, რომ ყველაფრის მიღმა – იმპიჩმენტის, ანტიდასავლური პოლიტიკა და იმ ადამიანების უკან, ვინც ამას ეწევა, არის ივანიშვილი.
საქართველოში არის ერთადერთი ოლიგარქი, რომელიც მართავს ყველაფერს, ოლიგარქის განმარტება არის მცირეთა მმართველობა მდიდარი ადამიანების. ვინ მართავს დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს? – ესაა ივანიშვილი,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები