თეონა აქუბარდია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ სემინარს დაესწრო

14-16 ნოემბერს სარაევოში, თემაზე – „ბოსნია და ჰერცეგოვინა და დასავლეთ ბალკანეთი არასტაბილურ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში” ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ”-ის რიგით 105-ე სემინარი გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, სემინარში მონაწილეობდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი – თეონა აქუბარდია.

ღონისძიების ფარგლებში, ასამბლეის წევრებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები და ის რიგი გამოწვევები, რომელიც ხელს უშლის და აყოვნებს საჭირო რეფორმების იმპლემენტაციას.

ასევე, განიხილეს ნატოს მადრიდის სამიტზე მიღებული კონცეფცია, სადაც აღინიშნა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა ნატომ შეაფასა, როგორც პარტნიორები, რომლებიც რისკის ქვეშ დგანან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

დისკუსიის ფარგლებში, სემინარის მონაწილეებმა ბალკანეთის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ამ პროცესებში რუსეთის ზეგავლენის საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები