მამუკა მდინარაძე: თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება პოლიტიკური ხასიათის, გვექნება მწვავე დისკუსია – გამოვალთ ქართული, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე
თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება პოლიტიკური ხასიათის, ამასთან დაკავშირებით გვექნება მწვავე დისკუსია, პირდაპირ ვამბობ. გამოვალთ ქართული, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაციებს მმართველი გუნდი ყურადღებით ეცნობა და ასრულებს.
„აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას, რომელიც არის სამართლებრივი ხასიათის, დიდი ყურადღებით ვეცნობით და ვასრულებთ ხოლმე. თუ რეკომენდაციები იქნება პოლიტიკური ხასიათის, ამასთან დაკავშირებით გვექნება მწვავე დისკუსია, პირდაპირ ვამბობ. გამოვალთ ქართული, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ვენეციის კომისია, ყველას შევახსენებ, არის ის ორგანო, რომელიც სამართლებრივ რეკომენდაციებს იძლევა. ამ ფარგლებში ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ მათთან, მაგრამ როგორც კი ეს რეკომენდაციები მიიღებენ პოლიტიკურ ხასიათს და თუ ასეთი ნიშნები იქნება, ბუნებრივია, მათთან გვექნება დისკუსია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.