„ეს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას ჰგავს“ – მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე

“ეს არის გზავნილი ქალბატონი სალომეს მხრიდან, რომ ის ბოლომდე ჩაერთო ,,ნაცების,, მესიჯბოქსში“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„ეს ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში. მე მგონია, რომ ცოტა უხერხულობა მაინც უნდა აკავებდეს ამ დროს ადამიანს. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა. როდესაც სალომე ზურაბიშვილი ნაცების მდაბიო მესიჯბოქსში ერთვება თავიდან ბოლომდე, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეს არის გაბოროტებული საუბარი იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც მის გაპრეზიდენტებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები