„გარწმუნებთ, სააკაშვილი ამბობს, რომ უკეთაა, უცხოეთში წასვლის სურვილის ნაცვლად, აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას, სხვა კომენტარი არ მაქვს“ – სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალების შესახებ დასმულ კითხვაზე

“გარწმუნებთ, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკეთაა, უცხოეთში წასვლის სურვილის ნაცვლად, აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას, სხვა კომენტარი არ მაქვს“, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან ინტერვიუში დასმულ კითხვას, აპირებს თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

„გარწმუნებთ, ის ამბობს, რომ უკეთაა. მან არჩევნებისათვის თავისი ოფისი გახსნა. ის სამედიცინო კლინიკაში იმყოფება. მის მიმართ ორი ახალი სასამართლო პროცესია. უცხოეთში წასვლის სურვილის ნაცვლად, ის ხაზს უსვამს, რომ აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. სხვა კომენტარი არ მაქვს“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები