“ევროკომისიის დასკვნა სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებაა, ნეგატიური დასკვნა საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის” – სალომე ზურაბიშვილი
“საქართველოს შესახებ ნეგატიური დასკვნა საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის და წაახალისებდა მას, გაეძლიერებინა ზეწოლა საქართველოზე, რომ ის ნაცრისფერი ზონა გახდეს და მოიპოვოს ის ქულები, რომელსაც უკრაინაში კარგავს. ეს ასევე არის ხალხის ევროპული სურვილის აღიარება. მეორე უარი იმედგაცრუება იქნებოდა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა le monde-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, როგორ განმარტავს იმ ფაქტს, რომ კომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა, თუმცა, ოფიციალური სტატუსის მისაღებად ბრიუსელის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი იყო სრულად შესრულებული მთავრობის მიერ, პრეზიდენტმა უპასუხა: „არცერთი ქვეყნის დასახელება არ მინდა, მაგრამ პრეცედენტები უკვე იყო“.
„ეს სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებაა. ნეგატიური დასკვნა საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის და წაახალისებდა მას, გაეძლიერებინა ზეწოლა საქართველოზე, რომ ის ნაცრისფერი ზონა გახდეს და მოიპოვოს ის ქულები, რომელსაც უკრაინაში კარგავს. ეს ასევე არის ხალხის ევროპული სურვილის აღიარება. მეორე უარი იმედგაცრუება იქნებოდა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.