ბექა ლილუაშვილი – ვენეციის კომისიის ვიზიტზე: ისინი დგანან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მხარდამხარ
პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ბექა ლილუაშვილი ვენეციის კომისიის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.
მისი შეფასებით, თუ ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, ვენეციის კომისია საქართველოს საკანონმდებლო საკითხებში დაეხმარება.
“ისინი დგანან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მხარდამხარ, ამ სახელმწიფო ინტერესების რეალიზაციის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებაში. მათ შორის, ამის ისე გაკეთებაში, რომ მკაფიოდ და ცალსახად იქნეს შესრულებული ცხრა რეკომენდაცია. თუ ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, ისინი დაგვეხმარებიან”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.