გივი მიქანაძე – ვენეციის კომისიის ვიზიტზე: განხილვებმა შესაძლებელი გახადა, მათთვის უფრო ნათელი გამხდარიყო ყველა ის კონკრეტული ნაბიჯი, რაც კანონპროექტებით არის დადგენილი
ვენეციის კომისიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე აფასებს.
მისი განმარტებით, დელეგაციის წარმომადგენლებს ჰქონდათ კონკრეტული კითხვები, რაზეც მათ ამომწურავი პასუხი მიიღეს.
“განხილვებმა შესაძლებელი გახადა, მათთვის უფრო ნათელი გამხდარიყო ყველა ის კონკრეტული ნაბიჯი, რაც ამ კანონპროექტებით არის დადგენილი. შესაბამისად, მათი მხრიდან გამოთქმული იქნა კონკრეტული პოზიციები, ასევე, დასმული იქნა სხვადასხვა კითხვები, რომლებზეც მათ არგუმენტირებული, ამომწურავი პასუხი მიიღეს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.