რატი იონათამიშვილი: გვექნება შესაძლებლობა, რომ წარმატებით შევაფასოთ კონკრეტული პროგრესისა და წარმატებული საქმეების საფუძველზე იუსტიციის სამინისტრო

გვექნება შესაძლებლობა, რომ წარმატებით შევაფასოთ კონკრეტული პროგრესისა და წარმატებული საქმეების საფუძველზე იუსტიციის სამინისტრო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში დღეს დაგეგმილი, მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატი ოპოზიციის განცხადებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თავდასხმები სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეებზე მათგან პირველი შემთხვევა არ არის.

“პირველად არ გვესმის, როდესაც რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის საქართველოს სახელმწიფოებრივი და ისტორიული მნიშვნელობის საქმეებს, თუნდაც სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების მაგალითზე”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს, მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციის მინისტრს ელოდებიან. რატი ბრეგაძე დეპუტატებს წლიურ ანგარიშს გააცნობს, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები