„იმედი მაქვს, ოპოზიცია ახლა მაინც იქნება დარბაზში ბოლომდე და საქმიანად“ – არჩილ თალაკვაძე იუსტიციის მინისტრის მოსმენაზე
„ეს არის სამინისტრო, რომელიც მუდმივად ვითარდება და პროგრესზეა ორიენტირებული. ოპოზიციას ექნება საშუალება, რომ დასვას კითხვები, იმედი მაქვს, ახლა მაინც იქნებიან დარბაზში ბოლომდე და საქმიანად“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„თუმცა, ჩვენ ჩვენი მხრივ გვაინტერესებს, თუ რა არის სამომავლო გეგმები, თუ როგორ შეიძლება – დაუჭიროს მხარი პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სისტემაში შემავალ სტრუქტურებს შემდგომ განვითარებაში, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ კიდევ უფრო ევროპული სერვისები“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
დღეს პარლამენტი იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმენს.