რუსებმა ხერსონზე მასობრივი იერიში მიიტანეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა ადამიანი.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის ცენტრის დაბომბვის შედეგად 75 წლის ქალი დაიღუპა“, – წერს ხერსონის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომან მროჩკო Telegram-ზე.
მისივე თქმით, დაშავებულებს შორის 15 წლის გოგონაა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.