მეუფე იაკობი: დღევანდელ ოპოზიციაში, როგორც ქალბატონები, ისე მამაკაცებიც საკმაოდ არიან, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამის შესახებ უცხოელებმა მითხრეს

ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის განცხადებით, დღევანდელ ოპოზიციაში საკმაოდ არიან როგორც ქალბატონები, ისე მამაკაცები, რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებოდნენ.

როგორც მიტროპოლიტმა გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, ამის შესახებ მან უცხოელებისგან შეიტყო.

„დღევანდელ ოპოზიციაში, როგორც ქალბატონები, ისე მამაკაცებიც საკმაოდ არიან, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამის შესახებ უცხოელებმა მითხრეს, როგორც ევროპელებმა, ისე ამერიკელმა.

ისინი ისეთ რამეებს ითხოვდნენ, რაც სამარცხვინოა. მაგალითად, უნდოდათ, როგორც ბელარუსში ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოდიან, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგაც დაეწყოთ მსგავსი რაღაცები, თუმცა ვერც რევოლუცია მოაწყვეს და ვერც გადატრიალება. უცხოეთში რომ დადიხარ, შენს ქვეყანასა და ხალხზე ცუდი რაღაცები არ უნდა ილაპარაკო“, -აღნიშნა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები