ვენეციის კომისიის წევრი: არა კონკრეტულ წესებში პატარა ცვლილების, არამედ მთლიანი რეფორმების ნახვა გვსურს, რომლებიც შექმნიან შედეგს
ვენეციის კომისიის წევრმა, ეირიკ ჰოლმოვიკმა განმარტა, თუ რას გულისხმობს ვენეციის კომისია მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში, სადაც ისინი სასამართლო და საარჩევნო სისტემებზე საუბრობენ.
ჰოლმოვიკის თქმით, ვენეციის კომისია გულისხმობს არა პატარა ცვლილებებს კონკრეტულ წესებში, არამედ მთლიან რეფორმებს, რომლებიც შექმნიან შედეგს.
„წინა რეკომენდაციებში, როდესაც სასამართლო სისტემასა და საარჩევნო სისტემაზე ვსაუბრობთ, ვახსენებთ, რომ მთლიანი რეფორმის ნახვა გვსურს. და ამაში ვგულისხმობთ არა პატარა ცვლილებებს კონკრეტულ წესებში, არამედ გვსურს, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, უმრავლესობამ და ოპოზიციამ, მთლიან სისტემას შეხედონ. ვინაიდან ეს კანონები ბევრ ელემენტს შეიცავენ, ერთად არის შეკრული, რათა შექმნან შედეგი – სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.
ასე რომ, ასეთი დიდი მასშტაბის მთლიანი რეფორმები გვსურს, როგორც წინა მოსაზრებებში ვახსენებთ, და ეს ასევეა ის, თუ რის რეკომენდაციასაც გავცემთ სასამართლო სისტემასა და არჩევნებზე ამ მოსაზრებებში“, – განაცხადა ჰოლმოვიკმა.