ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი: ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, მოსახლეობასთან და ხალხთან – გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას
ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, ასევე ვმუშაობთ საქართველოს მოსახლეობასთან, ხალხთან. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა, სიმონა გრანატა-მენგინიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ არის სავალდებულო.
„რეკომენდაციები არ არის სავალდებულო. ჩვენ ვერ ვუკარნახებთ ვერავის, მაგრამ ამ რეკომენდაციებში ვუთითებთ ე.წ. წითელ ხაზებს. ეს რეკომენდაციები, ძველიც, ახალიც და მომავალში რასაც გავცემთ, არის პროცესი და ეს რეფორმებიც, რაც ხორციელდება, უნდა დავინახოთ, როგორც ერთი მთლიანობა. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, ასევე ვმუშაობთ საქართველოს მოსახლეობასთან, ხალხთან. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას“, – განაცხადა სიმონა გრანატა-მენგინიმ.