გერმანიის პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით შვიდ ფედერალურ მიწაზე, 54 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩხრეკა ჩაატარა.
ქვეყნის შს სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩხრეკა “ისლამური ცენტრის” ობიექტებზე ჩატარდა, რომლის მიზანი იყო “ჰეზბოლასთან” დაკავშირებული ისლამისტების გამოვლენა.
„განსაკუთრებით ახლა, იმ დროს, როდესაც ბევრი ებრაელი გრძნობს განსაკუთრებულ საფრთხეს, მნიშვნელოვანია, განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ შევეგუებით ისლამისტურ პროპაგანდას ან ანტისემიტურ და ანტიისრაელურ აგიტაციას. ახლა დროა, ვიყოთ მზადყოფნაში მკაცრი მიდგომისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ სერიოზულად მივყვებით ყველა გონივრულ ეჭვს“, – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.
როგორც DW წერს, გერმანიის სადაზვერვო სამსახურები მიიჩნევენ, რომ „ისლამური ცენტრის“ საქმიანობა მიზნად ისახავს ირანული რევოლუციური იდეების გავრცელებას.