ირაკლი კობახიძე – “ნაცმოძრაობაზე”: ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, რაც უნდათ, ის უქნიათ
„ამაზე მარტივი პასუხია, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. რაც უნდათ, ის უქნიათ“, – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კითხვას – “ნიკა მელიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „ნაცმოძრაობაში“.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესები 2024 წელს საარჩევნო შედეგების სათანადოდ წარმოდგენას ხელს შეუწყობს.
„მთავარია ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს ეს კინკლაობა, დაპირისპირება „ნაცმოძრაობის“ შიგნით. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს 2024 წელს საარჩევნო შედეგების სათანადოდ წარმოდგენას. „ნაცმოძრაობაში“ ეს პროცესები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა კობახიძემ.