ირაკლი კობახიძე: IRI-ისა და IPM-ს ადრეც ეშლებოდათ და ახლაც მარტივად შეიძლება, შეეშალოთ

IRI-ისა და IPM-ს ადრეც ეშლებოდათ და ახლაც მარტივად შეიძლება, შეეშალოთ – ეს ორგანიზაციები თავის თავს აღარ ენდობიან, იმდენჯერ ააცილეს პროგნოზი არჩევნების შედეგებს,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია გააკეთებს და საზოგადოებას წარუდგენს ცხრილებს, თუ როგორი იყო წარსულში, ერთი მხრივ, სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევის, მეორე მხრივ კი, არჩევნების შედეგები.

„შეგიძლიათ, გაიხსენოთ წარსულში გამოქვეყნებული კვლევები, რა კვლევებს აქვეყნებდა IRI, რომელსაც ატარებდა IPM; რა კვლევებს აქვეყნებდა NDI, რომელსაც ატარებდა CRRC, ასევე, რა კვლევებს აქვეყნებდნენ კონკრეტული ტელევიზიები და აქედან გამომდინარე შეუძლია საზოგადოებას დასკვნა გამოიტანოს, როგორ ჯობს პროგნოზების გაკეთება და რომელი კვლევები უფრო ემთხვეოდა, საბოლოოდ, იმ შედეგებს, რომლებიც საარჩევნო სურათში აისახებოდა. ესაა ჩემი რეკომენდაცია – გაიხსენეთ, წარსულში ვინ ატყუებდა და ვინ – არა, ქართულ საზოგადოებას. თავის თავს აღარ ენდობიან ეს ორგანიზაციები, იმდენჯერ ააცილეს საკუთარი პროგნოზი არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები