ირაკლი კობახიძე: მიზანშეწონილობის ნაწილში არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ

“მიზანშეწონილობის ნაწილში არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანსა და კომისიის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს ასევე განუმარტეს, თუ რამ განაპირობა ცვლილებები, რომლებიც ცესკოს დაკომპლექტების წესს უკავშირდება.

„ჩვენ ზოგადად მიმოვიხილეთ ის დასკვნა, რომელიც უკვე არის წარმოდგენილი ვენეციის კომისიის მხრიდან სასამართლოსთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, სადაც საქმე ეხება სამართლებრივ პრინციპებს, იქ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ. სადაც საქმე ეხება მიზანშეწონილობის საკითხებს, იქ უმეტეს შემთხვევაში ხდება რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და აქ ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს. რაც შეეხება ცესკოს, ცესკოსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ველოდებით ვენეციის კომისიისგან დასკვნას. აქედან გამომდინარე, დეტალებზე არ გვქონია საუბარი, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს, თუ რამ განაპირობა ეს ცვლილებები, რომლებიც უკავშირდება ცესკოს დაკომპლექტების წესს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები