ლევან ბეჟაშვილი: ვენეციის კომისიას აინტერესებს, როგორ მოხდება 12-პუნქტიანი გეგმის შეუსრულებელი პუნქტების შესრულება

„შედგა ოპოზიციის შეხვედრა ვენეციის კომისიის სამდივნოსთან. ვენეციის კომისიას აინტერესებს ოპოზიციის მოსაზრებები იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიას აინტერესებს, როგორ მოხდება 12-პუნქტიანი გეგმის შეუსრულებელი პუნქტების შესრულება.

“საკითხები ეხებოდა საარჩევნო რეფორმას, სახელმწიფო ინსპექტორის და ანტიკორუფციული სამსახურის საქმიანობას და დამოუკიდებლობის გარანტიებს, ამ მიმართულებით მათ გააჩნიათ კრიტიკული კითხვები და ოპოზიციის აზრი მათთვის მნიშვნელოვანი იყო. სასამართლო რეფორმაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით იყო კითხვები. ერთი სიტყვით, ვენეციის კომისიას აინტერესებს, როგორ მოხდება 12-პუნქტიანი გეგმის შეუსრულებელი პუნქტების შესრულება და რა მოთხოვნები უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ქვეყანას მიეცეს საშინაო დავალება, რათა ქვეყანამ სტატუსი მიიღოს წარმატებულად“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები