“ჩემი აქ ყოფნის მიზეზი, პირველ ყოვლისა, არის ის, რომ საკუთარი თვალით მინდა, ვნახო აქ არსებული ვითარება და გავეცნო რუსეთის ოკუპაციის შედეგებს. შეშფოთებული ვარ შექმნილი ვითარებით”, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ვიზიტისას განაცხადა.
„ამავე დროს, ვაცხადებთ, რომ ეუთო სხვადასხვა კრიზისისა და პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მომხრეა და მხარს ვუჭერთ საქართველოს კრიზისების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში“, – აღნიშნა კაუმამ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო.